ერთსართულიანი სამრეწველო შენობა ფირცხალავა

Page 1

v. fircxalava, g. nacvliSvili

erTsarTuliani samrewvelo Senoba meToduri miTiTebebi sakurso proeqtis Sesasruleblad

@`teqnikuri universiteti�@


saqarTvelos teqnikuri universiteti

v. fircxalava, g. nacvliSvili

erTsarTuliani samrewvelo Senoba meToduri miTiTebebi sakurso proeqtis Sesasruleblad

registrirebulia stu-s saredaqcio-sagamomcemlo sabWos mier

Tbilisi 2009


წინამდებარე

მეთოდური

მითითებები

განკუთვნილია

არქიტექტურის

და

სამშენებლო ფაკულტეტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი მიზანია გააცნოს მათ სამრეწველო შენობების დაპროექტების მეთოდიკა არქიტექტურული კონსტრუქციები, ამ კონსტრუქციების ელემენტები და მათი შეერთების კვანძები. მეთოდურ მითითებებს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა, მოყვანილია სამრეწველო შენობების გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტის მაგალითები საკურსო პროექტის შესადგენად.

რეცენზენტი ასოც. პროფესორი გოგი ხმალაძე

© sagamomcemlo saxli ,,teqnikuri universiteti’’, 2009 ISBN 978-9941-14-483-7 http://www.gtu.ge/publishinghouse/ yvela ufleba daculia. am wignis arc erTi nawili (iqneba es teqsti, foto, ilustracia Tu sxva) aranairi formiT da saSualebiT (iqneba es eleqtronuli Tu meqanikuri), ar SeiZleba gamoyenebul iqnas gamomcemlis werilobiTi nebarTvis gareSe. saavtoro uflebebis darRveva isjeba kanoniT.


საერთო საკითხები, დავალების შინაარსი და შემადგენლობა, საკურსო პროექტის შესრულების მეთოდიკა და გაფორმება. სამრეწველო შენობის არქიტექტურულ–კონსტრუქციული საკურსო პროექტი განკუთვნილია არქიტექტურის სპეციალობის მე–4 კურსისა და სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობის მე–3 კურსის სტუდენტებისათვის. პროექტის შესრულებისთვის ძირითად პირობას წარმოადგენს საკურსო მოცემულობის ინდივიდუალური ბლანკი, რომელიც შედგება შემდეგი მონაცემებისაგან: – დასაპროექტებელი შენობის გეოგრაფიული ადგილი; – საპროექტო შენობის მოცულობით–გეგმარებითი გადაწყვეტის გაბარიტული სქემა; – ამწე–სატრანსპორტო მოწყობილობების პარამეტრები; – წარმოების ტექნოლოგიური პროცესის მოკლე დახასიათება; პროექტი შედგება გრაფიკული ნაწილისა და განმარტებითი ბარათისაგან.

გრაფიკული ნაწილი უნდა შესრულდეს შემდეგი მოცულობით: 1. სართულის გეგმა (მ. 1:200); 2. შენობის განივი /ერთი/ და გრძივი /ერთი/ ფასადები (მ. 1:100 ან 1:200); 3. შენობის განივი /ერთი/ და გრძივი /ერთი/ ჭრილი (მ. 1:100 ან 1:200); 4. კონსტრუქციული კვანძები (მ. 1:10 ან 1:20): საძირკვლის,სახურავის მზიდი კონსტრუქციის და ბურვილის,ზედა განათების , ზენიტური ან გრძივი შუქფარნის, გარე კედლის და დგარის ჭრილი (საძირკვლიდან პარაპეტის ჩათვლით); 5. გენგეგმა (მ. 1:500 ან 1:1000). პროექტში ყველა ნახაზზე გარდა ფასადებისა დატანილი უნდა იყოს ღერძები (ფასადებზე დაიტანება მხოლოდ პირველი და ბოლო ღერძები), ძირითადი ზომები, ხოლო კვანძებზე ელემენტების დანიშნულება მასალის მითითებით. 6. განმარტებითი ბარათი 2–3 გვერდის მოცულობით, სადაც აღწერილი იქნება პროექტირების საწყისი მონაცემები. ტერიტორიის დახასიათება (ადგილი ქალაქის სტრუქტურაში, რელიეფი,გაბატონებული ქარების მიმართულება), გენგეგმის გადაწყვეტის ლოგიკურობა(ფუნქციური ზონები,ტექნოლოგიური ურთიერთკავშირი და ა.შ), შენობის არქიტექტურულ–გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა.

პროექტის შესრულების თანმიმდევრობა. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს სამ ეტაპად: პირველი ეტაპი. მოცემულობის შესწავლის შემდეგ საჭიროა თემასთან დაკავშირებული რეკომენდირებული ლიტერატურის გაცნობა და დამუშავება; 3


საპროექტო შენობისთვის კონსტრუქციების შერჩევა; გეგმის , ჭრილების და ფასადების ესკიზური ნახაზები, კონსტრუქციების დაკვალვის ღერძებთან მიბმების ჩვენებით; – 30%. მეორე ეტაპი. კვანძების დეტალური დამუშავება; გენგეგმის გადაწყვეტა; საპროექტო შენობის განთავსება მოცემულ ტერიტორიაზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიბმების ჩვენებით; წარმოებისთვის საჭირო შენობა–ნაგებობების, გამწვანების, სატრანსპორტო გზებისა და ბილიკების განლაგებით; – 40%. მესამე ეტაპი. პედაგოგის თანხმობის შემდეგ ხდება პროექტის საბოლოო გრაფიკული გაფორმება განმარტებითი ბარათის დართვით. ამ ეტაპზე დასაშვებია პროექტის დამუშავება კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით; – 30%.

სამრეწველო შენობების არქიტექტურულ– გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა. სამრეწველო შენობები თავისი კონსტრუქციით მნიშვნელოვნად განსხვავდება სამოქალაქო შენობებისაგან. სამრეწველო შენობების კონსტრუქციებში განსაკუთრებული დინამიკური და სტატიკური დატვირთვების გამო, ხშირად ვხვდებით ისეთ კონსტრუქციულ ელემენტებს, რომლებიც სამოქალაქო შენობებში სრულიად არ გამოიყენება. ამასთანავე მრეწველობის დარგები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან – ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობით, ამიტომ მათი მოცულობით–გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა ინდივიდუალური ხასიათისაა. არქიტექტურულ–კონსტრუქციული და გეგმარებითი ნიშნებით სამრეწველო შენობები ძირითადად ჯგუფდება ერთსართულიან დიდმალიან და მრავალსართულიან შენობებად. ამ ნაშრომის გრაფიკულ ნაწილში მოცემულია ერთსართულიანი სამრეწველო შენობის არქიტექტურულ–გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტის ნიმუში , ფურცელ 2–ზე ნახ. 2 ნაჩვენებია სამრეწველო შენობის გეგმა. გეგმის გამოხაზვა იწყება ფურცელზე გრძივი და განივი დაკვალვის ღერძის ხაზების დატანით. შენობის მალების გასწვრივ განლაგებულ ღერძებს ეწოდება გრძივი და აღინიშნება ასოებით ქვევიდან ზევით, ხოლო მალების გადამკვეთ ღერძებს (ბიჯებს შორის) – განივი და აღინიშნება ციფრებით მარცხნიდან მარჯვნივ. – განაპირა რიგის სვეტებისა და კედლების დაკავშირება გრძივ დაკვალვის ღერძებთან ხდება უნიფიკაციის ძირითადი წესების მიხედვით. (ფურცელი 3, ნახ. 3). – განივი დაკვალვის ღერძები გადის სვეტების გეომეტრიულ ღერძებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სვეტები განლაგებულია განივი ტემპერეტარული ნაკერის გასწვრივ და ასევე მიჰყვება ტორსის განივ კედლებს (ფურცელი 3,ნახ.3). – განივი და გრძივი ტემპერატურული ნაკერები ეწყობა წყვილ სვეტებზე. განივი ტემპერატურული ნაკერის შემთხვევაში შესანარჩუნებელია დაკვალვის ერთი ღერძი, სვეტების გეომეტრიული ღერძები კი განივი დაკვალვის ღერძიდან გადაადგილდება ორივე მხარეს 500–500 მმ–ით. – გრძივი ტემპერატურული ნაკერი ეწყობა დაკვალვის ორ პარალელურ ღერძზე . 4


საძირკვლები. როგორც წესი სამრეწველო შენობები კარკასული კონსტრუქციისაა, ამიტომ კარკასის სვეტები ეყრდნობა ცალკე მდგომ ანუ წერტილოვან საძირკვლებს. ისინი შეიძლება იყოს ასაწყობი ან მონოლითური კონსტრუქციის. რკინაბეტონის სვეტების შემთხვევაში საძირკველი შედგება სვეტის ქვედისგან, სადაც ეწყობა ჭიქა სვეტისათვის და ერთი ან რამდენიმე საფეხურიანი ფილა ( ფურცელი 11, ნახ.11,12,13). ლითონის სვეტების შემთხვევაში სვეტის ქვედი კეთდება მთლიანი რკინაბეტონის (ჭიქის გარეშე) და მაგრდება ანკერის ჭანჭიკებით. საძირკვლის კოჭები. კარკასული შენობის კედლის საყრდენად სვეტებს შორის საძირკველში ეწყობა საძირკვლის კოჭები. კოჭის სიმაღლე და კვეთის ფორმა (მართკუთხა, ტესებრი, ტრაპეციული) დამოკიდებულია ბიჯის ზომებზე და კედლის მოწყობის სახეზე. საძირკვლის კოჭი ეყრდნობა სპეციალურად მოწყობილ რკინაბეტონის დგარებს ისე, რომ კოჭის ზედა სიბრტყე უნდა იყოს იატაკის ნიშნულზე 30 მმ–ით დაბლა (ფურცელი 11, ნახ.12). სვეტები. სვეტები სამრეწველო შენობაში მასალის მიხედვით შეიძლება იყოს რკინაბეტონის ან ლითონის. საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისა და დატვირთვებიდან გამომდინარე გამოიყენება სხვადასხვა კვეთისა და პროფილის სვეტები. რკინაბეტონის და ლითონის სვეტების ძირითადი ტიპები მოცემულია მე–12 ფურცლის მე–14, 15 ნახაზებზე. სამრეწველო შენობაზე მოსული დიდი დატვირთვებიდან გამომდინარე მდგრადობისათვის აუცილებელია მასში მოეწყოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიხისტის კავშირები. ჰორიზონტალური კავშირები ეწყობა წამწეებს (ფერმებს) შორის, ხოლო ვერტიკალური სვეტებს შორის. ვერტიკალური კავშირები შეიძლება იყოს ჯვარედინი ან პორტალური. თუ სვეტებს შორის ბიჯი 6 მ– ია ეწყობა ჯვარედინი კავშირები, ხოლო 12 მ–იანი ბიჯის შემთხვევაში პორტალური (ფურცელი 13, ნახ.16). მე–13 ფურცლის 17 და 18 ნახაზებზე მოყვანილია სვეტებზე ამწქვეშა კოჭებისა და მასზე ლითონის რელსის ჩამაგრების მაგალითები. გადახურვის მზიდი კონსტრუქციები. მუშაობის პრინციპის მიხედვით გადახურვის მზიდი კონსტრუქციები იყოფა ბრტყელ და სივრცულ კონსტრუქციებად. მასალის გამოყენების მიხედვით არჩევენ რკინაბეტონის, ლითონის, ხის და კომბინირებულ კონსტრუქციებს. საშუალო და დიდმალიან (18, 24, 30, 36 მ) სამრეწველო შენობებში ძირითადად იყენებენ რკინაბეტონის, ლითონის და ხის არმირებულ კოჭებსა და წამწეებს (ფერმებს) (ფურცელი14, ნახ.19,20,21). განსაკუთრებით მსხვილგაბარიტულ და დიდმალიან შენობებში (მალით 96 მ– მდე) გამოიყენება, როგორც ბრტყელი ასევე სივრცული და დაკიდული გადახურვის კონსტრუქციები (ფურცელი 14, ნახ 22).

5


კედლები.

სამრეწველო შენობის კედლის კონსტრუქიად გამოიყენება თანამედროვე დიდგანზომილებიანი შემსუბუქებული პანელები. პანელები შეიძლება იყოს ერთფენოვანი ან მრავალფენოვანი. მასალის მიხედვით ისინი შეიძლება იყოს ფოლადის ,ალუმინის, პლასტიკის აზბესტოცემენტის და ა.შ. (ფურცელი 16,ნახ.27). საილუსტრაციო მასალის მე– 4 და მე– 5 ნახაზებზე (ფურცელი 4 და 5) ნაჩვენებია ფასადის გადაწყვეტის ვარიანტები, კედლის პანელების ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგებით. მე–10 ნახაზზე (ფურცელი 10 ) ნაჩვენებია სამრეწველო შენობის გარე კედლის ჭრილი, სადაც კედლის კონსტრუქციად გამოყენებულია ე.წ. „სენდვიჩის“ ტიპის პანელი. ასეთი ნაკეთობა მზადდება ქარხნული წესით და შედგება ალუმინის, ფოლადის ან პლასტიკების ფურცლებისა და მათ შორის მოთავსებული თბოსაიზოლაციო და ჰიდროსაიზოლაციო ფენებისაგან. ფანჯრები. ფანჯრები გარე კედლებში შეიძლება განლაგდეს, როგორც ჰორიზონტალური ასევე ვერტიკალური მიმართულებით. მასალად გამოიყენება ხის, ალუმინის, ლითონის, მეტალოპლასტმასის კონსტრუქციები. ფანჯრის ღიობების ფართი სამრეწველო შენობის კედლებში არ უნდა აღემატებოდეს იმ ნორმატიულ ფართს, რომელიც საჭიროა შენობისთვის მისი განათებულობიდან და განიავებიდან გამომდინარე. შუქფარნები. დიდმალიან სამრეწველო შენობებში გვხვდება სამი ტიპის შუქფარნები: გრძივი, ზენიტური და შედური. შუქფარნის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია შენობაში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებზე, ასევე მშენებლობის რაიონის კლიმატურ პირობებზე. იმ სამრეწველო შენობებში სადაც ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა ნორმის ფარგლებშია სახურავზე ეწყობა ზენიტური შუქფარნები (ფურცელი 16, ნახ.28), ხოლო იქ სადაც ტექნოლოგიური პროცესების გამო მკვეთრად მომატებულია ეს პარამეტრები ეწყობა გრძივი შუქსააერაციო ფარნები. ასეთი ფარნების მაქსიმალური დასაშვები სიგრძე 84 მ–ია (ფურცელი16, ნახ.29). სახურავი. სამრეწველო შენობების სახურავებისათვის გამოიყენება, როგორც ტრადიციული რკინაბეტონის წიბოვანი ფილები, ასევე სახურავის თანამედროვე შემსუბუქებული კონსტრუქციები: რკინაბეტონის კომპლექსური გადახურვის ფილები, ფოლადის ან ალუმინის მრავალფენიანი პროფილირებული ფილები, აზბესტოპენოპლასტის გადახურვის პანელები ( ფურცელი 15, ნახ. 23,24,25,26,) და ა.შ. ჭიშკრები. სამრეწველო შენობებში გამოიყენება სხვადასხვა ფორმისა და კონსტრუქციის ჭიშკრები: გამოსაღები, გასაწევ–გამოსაწევი, ასაწევი, ასაწევ– მოსაბრუნებელი, გადასაგორებელი (ფურცელი 17, ნახ.30, 31). მათი ზომები შეიძლება იყოს 2.4Х2.4, 3Х3, 3.6Х3.6, 3.6Х4.2, 4.2Х4.2 მეტრი (პირველი ციფრით აღინიშნება სიგანე, მეორე ციფრით სიმაღლე). თუ შენობაში შედის რკინიგზის ლიანდაგი, მაშინ ჭიშკრის ზომა უნდა იყოს 4.8Х5.4 მეტრის ტოლი. კიბეები. სამრეწველო შენობებში კიბეები სხვადასხვა დანიშნულებისაა (სართულშუა – კავშირებისთვის, სასამსახურო, სახანძრო), შესაბამისად სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული მასალის, ფორმისა და კონსტრუქციის კიბეები გამოიყენება (ფურცელი17. ნახ. 32,33). სახანძრო კიბე აუცილებელია იმ საწარმოო შენობებში, რომელთა სიმაღლე 10 მეტრზე მეტია. სახანძრო კიბე უნდა აკავშირებდეს ორ სხვადასხვა დონის სახურავის მქონე საწარმოო შენობას, ასევე აუცილებელია შუქფარანზე ასასვლელად. 6


გენერალური გეგმის გადაწყვეტა. გენერალური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო საწარმოო კორპუსისა და წარმოებასთან დაკავშირებული შენობანაგებობების რაციონალურ დასმას. გენგეგმაზე დატანილი უნდა იქნას სატრანსპორტო გზები და მოედნები, მწვანე ნარგავები, უნდა მოეწყოს სპორტული და დასვენების ზონები. საინჟინრო კომუნიკაციის ქსელები – საკურსო პროექტის გენერალურ გეგმაზე არ დაიტანება. გენერალური გეგმის გადაწყვეტის ერთ–ერთი ვარიანტი მოცემულია 36–ე ნახაზზე, სადაც ნაჩვენებია საშუალო სიმძლავრის სამრეწველო საწარმოსათვის საჭირო შენობა ნაგებობების სატრანსპორტო გზების, გამწვანებისა და დასვენების ზონის მიწის ნაკვეთზე განლაგების ნიმუში. გენგეგმის გადაწყვეტის პროცესში სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს მოცემული ტერიტორიის ადგილმდებარეობის შესაბამისად გაბატონებული ქარების მიმართულება, რადგან ე.წ. „ჭუჭყიანი“ ზონიდან არ მოხდეს მტვრის და მავნე გამონაბოლქვების გავრცელება საწარმოს ტერიტორიაზე. ფურცელზე გენგეგმით გათვალისწინებული შენობა–ნაგებობების გარდა დაიტანება იზოჰიფსები 0,5 ან 1,0 მეტრი სიმაღლის სხვაობით და კოორდინატთა ბადე 50 ან 100 მ–ის გვერდების მქონე კვადრატების სახით. ბადის ღერძები აღინიშნება „ა“ და „ბ“ ასოებით. ბადის საწყის წერტილად მიღებულია ნახაზის ქვედა ნაწილის მარცხენა კუთხე. ტერიტორიის ფართისა და სამრეწველო კომპლექსის ზომებიდან გამომდინარე სტუდენტს ნება ეძლევა სურვილის მიხედვით შეარჩიოს მასშტაბი 1:500 ან 1:1000. გენგეგმაზე დატანილი შენობა–ნაგებობების ექსპლიკაცია და პირობითი ნიშნები შეიძლება მოთავსდეს სახაზავი ფურცლის ნებისმიერ ადგილას.

N

7


სამრეწველო შენობების კონსტრუქციული ელემენტების საილუსტრაციო მასალა ფურცელი 1. ერთსართულიანი სამრეწველო შენობის კონსტრუქციული სქემა; ფურცელი 2. ერთსართულიანი სამრეწველო შენობის გეგმა; ფურცელი 3. სვეტების მიბმების ვარიანტები დაკვალვის ღერძებთან; ფურცელი 4–5. ერთსართულიანი სამრეწველო შენობის ფასადის მაგალათები; ფურცელი 6–9. სამრეწველო შენობის განივი და გრძივი ჭრილების მაგალითები; ფურცელი 10. „სენდვიჩის“ ტიპის პანელური კედლის ჭრილის ვარიანტი; ფურცელი 11. საძირკვლები, საძირკვლის კოჭები, სვეტების ჩამაგრება საძირკვლებში; ფურცელი 12. ფოლადისა და რკინაბეტონის სვეტების ძირითადი ტიპები; ფურცელი 13. ვერტიკალური კავშირები, ამწქვეშა კოჭები, მათი ჩამაგრება სვეტებთან; ფურცელი 14. სახურავის კონსტრუქციები; ფურცელი 15. გადახურვის ფილები და მათი დეტალები; ფურცელი 16. კედლის პანელები, შუქფანრები; ფურცელი 17. ჭიშკრები, კიბეები, მათი კონსტრუქციები; ფურცელი 18. მრავალსართულიანი სამრეწველო შენობის კონსტრუქციული სქემა; ფურცელი 19. სვეტების მიბმების ვარიანტები დაკვალვის ღერძებთან, მრავალსართულიან შენობებში; ფურცელი 20. გენერალური გეგმის გადაწყვეტის მაგალითი.

8






















გამოყენებული ლიტერატურის სია 1. ა.ბერიშვილი. სამოქალაქო და სამრეწველო შენობების არქიტექტურა, თბილისი, განათლება, 1977. – 352გვ. 2. გ.ერისთავი. მეთოდური მითითებები საკურსო პროექტის გენერალური გეგმის შესადგენად სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. – თბილისი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1989. –12 გვ. 3. ნ.რაზმაძე., დიდმალიანი სამრეწველო შენობები. თბილისი გამომცემლობა ე.ჩხეიძე „ტექნიკური უნივერსიტეტი“ , 2003. – 73 გვ. 4. გ.მიქიაშვილი. მეთოდური მითითებები და მოცემულობები ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის საკურსო პროექტის შესასრულებლად, თბილისი, გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 1995. 5. Л.Ф. Шубин. Промышленные здания. Архитектура гражданских и промышленных зданий. М.: Строийздат, 1985. 6.Ю.С. Тимянский. Методические указания к выполнению комплексного проекта производственного и административно-бытового зданий, М.: 2003. – 38 стр. 7.Р.Г.Буга. Гражданские, промышленные и сельскохозяйственные здания, М.: «Высшая школа» 1987. – 350 стр.

9


ibeWdeba avtorTa mier warmodgenili saxiT

gadaeca warmoebas 01.05.2009. xelmowerilia dasabeWdad 13.05.2009. qaRaldis zoma 60X84 1/8. pirobiTi nabeWdi Tabaxi 1,5. tiraJi 100 egz.

sagamomcemlo saxli `teqnikuri universiteti~, Tbilisi, kostavas 77


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.